აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მსურველთა წარდგენა 22 იანვრიდან დაიწყება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს 22 მარტს დანიშნული ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები.

დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა 22 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. მათი რეგისტრაციის საკითხი შესაბამისი დოკუმენტების შეტანიდან მაქსიმუმ 30 დღეში უნდა გადაწყდეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის მიერ 9 იანვარს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას, 12 იანვარს მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა.