ე.წ. მიონის შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ე. წ. მიონის შენობაში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ხანძარი გაჩნდა შენობის მეექვსე სართულზე, სადაც სახელოსნოებია განთავსებული.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.