სამხრეთ გერმანიაში სროლისას ექვსი ადამიანი მოკლეს

გერმანიის სამხრეთში, ქალაქ როტ ამ ზეეში სროლისას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი მოკლეს. DPA-ს ცნობით, რომელიც პოლიციის ინფორმაციას ეყრდნობა, ეჭვმიტანილი დააკავეს.

როიტერსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის წინასწარი ვარაუდით, სროლა უკავშირდებოდა „პირად ურთიერთობებს“. სხვა მინიშნება ეჭვმიტანილებზე არ გავრცელებულა.