კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანია

კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანია. საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აღნიშნულ პოზიციას იგი ნოემბრიდან იკავებს.

სამინისტროს თანახმად, დესპანის პოზიციაზე კონსტანტინე გამსახურდია შეირჩა ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებისა და გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით.