CRRC: გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ არასოდეს მარხულობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო“ (CRRC – საქართველო) ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს რელიგიურად მიიჩნევს, თუმცა რელიგიურ მსახურებას იშვიათად ესწრება.

გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ არასოდეს მარხულობს. უფრო ნაკლები იყო ეს მაჩვენებელი 2008 წელს - 58%.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია თქვენს ცხოვრებაში, 46% მიიჩნევს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, 44% კი ამბობს, რომ - ძალიან მნიშვნელოვანი.

რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტები ჯარის შემდეგ მეორეა, ვისაც, გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა ენდობა. მესამე ადგილს ჩამონათვალში პოლიციას იკავებს. ყველაზე ნაკლებად გამოკითხულები პოლიტიკურ პარტიებს უცხადებენ ნდობას.