სამხრეთ ლონდონში პოლიციამ მოკლა მამაკაცი ინციდენტისას, რომელიც, სამართალდამცავთა თქმით, „ტერორიზმთან არის დაკავშირებული“. ლონდონის პოლიციის თანახმად, თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა დანით. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტის გარემოებები ზუსტდება. ბრიტანეთის პრესა ტერაქტზე ლაპარაკობს.
Scene in Streatham, south London, where a man has been shot by armed police in a "terrorist-related" incidenthttps://t.co/U66nylKGBU pic.twitter.com/LfV7TLbkhG
— BBC News (UK) (@BBCNews) February 2, 2020
სოცქსელების მომხმარებლები იტყობინებიან, რომ ინციდენტის ადგილის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. რაიონი ალყაში მოაქციეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა.