დასტურდება სამი ადამიანის დაღუპვა სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ავარიის დროს

სამი ადამიანი დაიღუპა და 179 დაშავდა სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების დროს სტამბოლის აეროპორტში, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელდა.

უამინდობის შედეგად საფრენ ბილიკს აცდენილ თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი და სამ ნაწილად დაიშალა.

თვითმფრინავი Boeing 737-ი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავიაკომპანია „პეგასუსს“ ეკუთვნოდა. აფრენიდან მალევე ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი საბინა გოგჩენის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

"თვითმფრინავი 60 მეტრის სიმაღლიდან დაენარცხა საფრენ ბილიკზე", - განაცხადა სტამბოლის გუბენატორმა, ალი იერლიკაიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

თვითმფრინავში იმყოფებოდა 177 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი.

კომპანია "პეგასუსის" კუთვნილმა "Boeing 737-800"-მა ავარიული დაშვება 2018 წელსაც განახორციელა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ტრაპიზონის აეროპორტში. მაშინაც თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ზღვის ნაპირიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ტალახიან გრუნტში ჩაეფლო. ყველა მგზავრი უვნებელი გადარჩა.