თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ვაგონში ძლიერი დაკვამლიანებაა

თბილისის-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელის ერთ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანებაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ადგილზე 3 ბრიგადა მუშაობს. მატარებელი დაცლილია მგზავრებისგან. შემთხვევა აბაშის მონაკვეთზე მოხდა.