სლოვაკეთი: როგორია არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტური პარტიების შანსები?

Your browser doesn’t support HTML5

სლოვაკეთში 29 თებერვალს ახალ პარლამენტს ირჩევენ. გამოკითხვების თანახმად, ძლიერია როგორც ულტრამემარჯვენე პარტიის, ასევე პოპულისტი ყოფილი ბიზნესმენის პოზიციები. არჩევნების ფონია ხუთი ადამიანის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ორი წლის წინ ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობაში ან მის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. ამ საქმემ შეარყია სლოვაკეთი მას მერე, რაც გამოაშკარავდა სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირები.