ტაჯიკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ რაჰმონის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი

ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველმა პარტიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა 1 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში.

2 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბახტიორ ხუდოიორზოდამ გამოაცხადა წინასწარი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ხმების 50,4% მიიღო სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ. ამგვარად, მან პროპორციული კენჭისყრისთვის განკუთვნილი 22 ადგილიდან 12 მოიპოვა.

ტაჯიკეთში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 63-ადგილიანი პარლამენტის 41 მანდატის კენჭისყრა მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება, 22 ადგილი პარტიული სიებით კომპლექტდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პარლამენტში მოხვდნენ ექვსი პარტიის წარმომადგენლები.

ერთადერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიამ, ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი.

არჩევნებში ამომრჩეველთა 86%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

რაჰმონს ფართოდ აკრიტიკებენ ოპოზიციის მარგინალიზაციისთვის, დამოუკიდებელ მედაზე ზეწოლისა და ეკონომიკის არასწორად მართვისთვის.