საერთაშორისო გამჭვირვალობა: სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა ორ წელიწადში 10 მლნ-ზე მეტი დახარჯეს

სახელმწიფო რწმუნებულების ცხრა ადმინისტრაციამ ორ წელიწადში ხელფასებში, პრემიებში, ჯილდოებსა და სხვა მიმართულებით 10 797 168 ლარი დახარჯეს. მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

გასული ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 8,2 მლნ ლარზე მეტი ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ეს მონაცემი 2016-2017 წლებთან შედარებით 1,4 მლნ ლარით მეტია.

ამავე პერიოდში 505 ათას ლიტრზე მეტ საწვავში 1,1 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 81 ავტომობილის შეკეთება-დიაგნოსტიკაზე ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯა.

სხვა ხარჯები:

  • ტელეკომუნიკაცია - 123 ათას ლარზე მეტი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი (კვება, რესტორანი და ა.შ.) - 86 ათას ლარზე მეტი.