ხაშურში ქალი დაჭრეს

დაუზუსტებელი ინფორმაციით ქალს ჭრილობები ქმარმა მიაყენა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

შემთხვევა ქუჩაში, გამვლელების თანდასწრებით მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.