ავიაკომპანია „Ryanair“ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი ერთი თვით აჩერებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, შეზღუდვების მიზეზია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება და საქართველოს აეროპორტების თხოვნა.
„Ryanair“-ის ინფორმაციით, მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7 აპრილის განმავლობაში კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება.
ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე განხორციელდება, 8 მარტის შემდეგ კი 7 აპრილამდე შეჩერდება.
განცხადების თანახმად, მგზავრებს, რომელთაც ცვლილებები შეეხოთ, შესაბამისი შეტყობინება უკვე გაეგზავნათ. კომპანიამ მათ მგზავრობის თანხის სრულად ანაზღაურება ან მგზავრობის თარიღის შეცვლა შესთავაზათ.
ავიაკომპანია „Ryanair“-მა გარკვეული შეზღუდვები დააწესა ასევე ფრენებზე იტალიიდან იორდანიის, ისრაელის, ჩეხეთისა და მონტენეგროს მიმართულებით.