კელი დეგნანი NDI-სა და IRI-ზე : მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ NDI-სა და IRI-ს საქმიანობას ძალიან დიდ პატივს სცემენ აშშ-ში. ამის შესახებ დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის ნეიტრალურ და დაბალანსებულ წყაროს", - ამბობს დეგნანი.

ის მოუწოდებს პოლიტიკოსებს გამოიყენონ ის ინფორმაცია, რასაც ეს ორგანიზაციები აქვეყნებენ, რადგან ეს მონაცემები აჩვენებს, რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.

"ეს არის NDI-სა და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ძალიან კარგად აკეთებენ ამას და ეს არის მიზეზი, რატომაც სცემენ მათ პატივს", - დასძინა მან.

კელი დეგნანის სრულ ინტერვიუს გაეცანით აქ:

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან