გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში ბულგარეთის ორი მოქალაქე მოათავსეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში კიდევ ორი პირი მოათავსეს. ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

ახალი სახეობის კორონავირუსის COVID-19 გამო, ჰოსპიტალში შექმნილ საკარანტინო სივრცეში ამჟამად 22 პირს აკვირდებიან.

სამხედრო კლინიკის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, 22 პირიდან 4 სამხედრო მოსამსახურეა, 2 ბულგარეთის მოქალაქე და 1 ირანის. საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, 7 მარტს ჰოსპიტალი დატოვა ირანის 4-მა მოქალაქემ.

9 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია სულ 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.

26 თებერვლიდან 9 მარტის დილამდე საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა.

9 მარტის დილის მდგომარეობით, მსოფლიოს 110-მდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაავადდა 110 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 3831. გამოჯანმრთელდა 62 300-ზე მეტი.

ყველაზე მეტი, 3100-მდე ლეტალური შედეგია ჩინეთში. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 9 მარტის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაიცვალა 366 ადამიანი.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.