შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქალზე ძალადობისთვის გაფორმებული ორდერი დაარღვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელსაც ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. უწყება განმარტავს, რომ მან ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია.

"[ორდერი] სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს", - განმარტავს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.