სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ამომრჩევლებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო რეფორმების საკითხზე დანიშნულ 5 აპრილის რეფერნდუმში, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ხელისუფლებას შეცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა.
„გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე 5 აპრილს და დაადასტურეთ, რომ სახლში უშვებთ ძველ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც წარსულში სომხეთში ხელს აფარებდა ყველა საარჩევნო ხელმრუდობას“, - განაცხადა 10 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ მეღრიში ყოფნის დროს.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ცხრაწევრიანი საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლის შეცვლა იმ მოსამართლეებით, რომლებსაც მხარს დაუჭერს სომხეთის ნაციონალური კრება, პარლამენტი, რომელშიც ფაშინიანის მომხრე „ჩემს ნაბიჯს“ ადგილების უმრავლესობა ეკუთვნის.
საკონსტიტუციო სასამართლოს 7 წევრი არჩეული იქნა სომხეთის წინა ხელისუფლების დროს. სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დისკრედიტებულია და ხელს უშლის ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებას.