სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს ცნობას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები.

საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით.

ადმინისტრაციის ცნობით, გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეცნობა საქართველოს პარტნიორებს.