16 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 27 ადამიანი, მათ შორის, 11 სამხედრო.
ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, დღეს საკარანტინო სივრცეს დატოვებს 11 პაციენტი.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით COVID-19 დაავადების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების ორსართულიანი შენობა სრულად გათავისუფლდა და საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მომზადდა. ბოქსირებული განყოფილება 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.
16 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.