ბათუმში პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი

ლაბორატორიულმა კვლევამ არ დაუდასტურა კორონავირუსი (COVID – 19) პაციენტს, რომელიც საკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მატების გამო დღეს, 16 მარტს, მიიყვანეს - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინიტროში.

ბათუმელი მამაკაცი საკარანტინო ზონაში ქუთაისის აეროპორტიდან აღმოჩნდა, სადაც ის ერთ-ერთ მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩაფრინდა. ბათუმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 200-მდე მოქალაქე იმყოფება.

ბათუმში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომელიც 15 მარტს დაუდგინეს ქალს და ის მკურნალობს ბათუმის რესპუბლიკერი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.

როგორც ექიმები აცხადაბენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ისტორიაც უკავშირდება რისკის შემცველ ქვეყანაში მოგზაურობას, საიდანაც ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. შემდეგ კი პირდაპირ ბათუმის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინიტროში აღნიშნავს, დაინფიცირებულ ქალს საქართველოში კონტაქტი არავისთან ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.