WHO-ს ორი თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა, რომ მისი ორი თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„თანამშრომლებმა დატოვეს ოფისი, სახლში ყოფნისას გამოუვლინდათ სიმპტომები და COVID-19 დაუდგინდათ“, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა. „ამგვარად, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, დასძინა მან.