არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და მეუღლის მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან შვილზე განხორციელებულ ძალადობასა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ბ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქ. გორში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. მოგვიანებით, 2020 წლის 13 იანვარს იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.

სამართალდამცავებმა ბ.ბ. 2020 წლის 14 იანვარს გორში დააკავეს.