რუსეთმა დაადასტურა კორონავირუსით COVID-19 პირველი გარდაცვალების ფაქტი

მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტი.

რუსული მედიასაშუალებები კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ საგანგებო შტაბზე დაყრდნობით წერენ, რომ გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები - დიაბეტი და ჰიპერტონია ჰქონდა.

19 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, რუსეთში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების სულ 147 შემთხვევა.