მარნეულში დაინფიცირებული ქალის დას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეული

მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის დას COVID-19 არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ რადიო "მარნეულს" აცნობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, მარნეულში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო სასტუმრო "კავკაზში".

როდის შემოწმდებიან მარნეულელები კორონავირუსზე, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ჯერჯერობით არ აქვს. ამასთან, ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოკვლევას უტარებს მხოლოდ მათ, ვისაც სიმპტომები აქვს, ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მარნეულის მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა და ეს შემთხვევა ვირუსის შიდა გავრცელებად ჩაითვალა. ეს პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.