თბილისის ტელეანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათეს

მხარდაჭერის ნიშნად თბილისის მერიამ ტელეანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

#საქართველოთქვენგვერდითაა! #იტალიაგაიმარჯვებს! #ForzaItalia!

23 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით (COVID - 19) ინფიცირების ​63 927 შემთხვევა არის დადასტურებული; გარდაცვლილია 6 077 ადამიანი; გამოჯანმრთელდა - 7 432.