საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. კორონავურისის (COVID – 19) გამო ლარი ფაქტობრივად ყოველდღიურად უფასურდება.
25 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი:
- 1 აშშ დოლარი - 3.4494 ლარი;
- 1 ევრო - 3.7436 ლარი;
- 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0558100 ლარი;
- 100 რუსული რუბლი - 4.3828 ლარი;
- 1 თურქული ლირა - 0.5316 ლარი.
სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
ერთ დღეში დოლართან მიმართებით ლარი 0.21-ით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 24 მარტს 1 აშშ დოლარის ფასი 3.2389 ლარს შეადგენდა.
24 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი 3.4830 ლარი ღირს.
რაც შეეხება გაცვლით კურსს კომერციულ ბანკებში, 24 მარტს TBC ბანკში 1 აშშ დოლარი 3.52 ლარი ღირს.
საქართველოს ბანკში საბითუმო გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.55 ლარი.
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 9.
21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.