საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოს მთავრობის ვებგვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა კი გამოჯანმრთელებულების ჩათვლით 81-ია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.