31 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.28 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

31 მარტისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2845​ ლარი (30 მარტი - 3.2896);
  • 1 ევრო - ​3.6363 ლარი (30 მარტი - 3.6232);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0725 ლარი (30 მარტი - 4.0330);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1226 ლარი (30 მარტი - 4.2168​);
  • 1 თურქული ლირა - 0.5039 ლარი (30 მარტი - 0.5096).

30 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2625 ლარი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი. ზომები გამკაცრებულია სამეგრელოში.