საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის თანახმად, 2 აპრილის დილის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5437, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 260.
თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 130-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 105 აქტიური შემთხვევაა.