დღეიდან, 7 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემა დაიწყო. ეს სერვისებია:
- დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
- ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
- განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
- გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
- კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
- ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
- კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
- დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე, (services@archives.gov.ge) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).
განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობითაც.