საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ - 242

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 233-დან 242-მდე გაიზარდა.

ოთხით გაიზარდა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 60-ს მიაღწია.

StopCoV-ის ვებსაიტზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4 856 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

ასევე, საქართველოს სამი მოქალაქეა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი, რაც ცალკე აღირიცხება.