ესპანეთში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1965 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული ჰქონდა ონკოლოგიური დაავადების გამო, რასაც COVID-19 დაემატა.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში გარდაიცვალა საქართველოს 4 მოქალაქე, 1 დიდ ბრიტანეთში, 1 აშშ-ში და 1 საფრანგეთში.