იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ სოლო სააღდგომო კონცერტი ჩაატარა მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში, რომელიც, კორონავირუსთან საბრძოლველად შემოღებული კარანტინის გამო, ინტერნეტით გადაიცემოდა.
12 აპრილს გამართულ კონცერტს, რომელიც YouTube-ით გადაიცა, ამ ეტაპისთვის 23-მა მილიონმა მაყურებელმა მოუსმინა.
"მუსიკის შეწევნით ... ჩვენ გადავეხვევით ამ დაჭრილი დედამიწის მფეთქავ გულს", - თქვა ბოჩელიმ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტენორმა, საგანგებო გზავნილში.
ევროპის ქვეყნებს შორის იტალია ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსმა - 20,000-მდე დაღუპულით, მათ შორის, 9,000-ზე მეტი გარდაცვლილით ლომბარდიის რეგიონში, რომლის დედაქალაქიც მილანია.