ახალი კორონავირუსით დაავადებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთმა ინფიცირებულმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 69-ს მიაღწია.

განახლებული ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ აისახა.

ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.