საქართველოში 300-დან 306-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.
განახლებული მონცემები 15 აპრილს, დაახლოებით 10:20 საათზე გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 306 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 69. გარდაცვლილია 3.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საზღვარგარეთ კორონავირუსით გარდაცვლილია საქართველოს 9 მოქალაქე.