აზერბაიჯანის რეგიონის, თვითგამოცხადებული მთიანი-ყარაბაღის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში მას მერე, რაც მისმა მეტოქემ მომხრეებს სთხოვა, არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებში კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის თანახმად, არაიკ (არა) ჰარუთუნიანმა, მდიდარმა ბიზნესმენმა, ხმების 88 პროცენტი მოიპოვა.
პირველ ტურში ჰარუთუნიანმა 49 პროცენტი მიიმხრო. მას ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობა ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველში.
მთიანი ყარაბაღი სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა ძალებმა დაიკავეს 1988-1994 წლების სამხედრო დაპირისპირების შედეგად. კონფლიქტს 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. იძულებით მოუხდა რეგიონის დატოვება ასეულათასობით ადამიანს.