აშშ-ში მედიკოსთა ნაწილი ჩივის, რომ დამცავი საშუალებების გარეშე უწევს COVID-19-ის პაციენტების მკურნალობა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე სანტა-მონიკას კლინიკის ათ მედდას დროებით შეუჩერეს სამსახური მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლაზე, ვინაიდან ისინი არ მოამარაგეს მედპერსონალისთვის განკუთვნილი სპეციალური დამცავი ნიღბებით.

Associated Press-ის თანახმად, აშშ-ში ასობით ექიმი და მედპერსონალი აცხადებს, რომ მათგან ითხოვენ სათანადო დაცვის გარეშე მუშაობას. ზოგმა მათგანმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში და ოფიციალური საჩივარი დაწერა. სხვები ყიდულობენ ან თავად ამზადებენ დამცავ საშუალებებს.