საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

საქართველოში 77-დან 79-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი.

განახლებული მონაცემები 17 აპრილს, 13 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

დილით დადასტურდა ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში სულ 370 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 79 გამოჯანმრთელებულია. 3 ადამიანი გარდაიცვალა.