რუსეთში წუხელ კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, რომლის მსხვერპლი მთელი ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში უკვე 313-ს აღწევს.

18 აპრილს რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 4785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო სტატისტიკით კი რუსეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 37 ათასს უახლოვდება.

რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში არ ტარდება მასობრივი ტესტირება. ინდივიდუალური ტესტირების შედეგად კი ინფექცია ბევრ შემთხვევაში აღმოაჩნდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ აღენიშებოდათ დამახასიათებელი სიმპტომები.

ეს გარემოება და მასობრივი ტესტირების პრაქტიკის არარსებობა აძლიერებს ეჭვს, რომ რუსეთში კორნავირუსი შესაძლო უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული