სააღდგომო ლიტურგია სამებაში 23.00 საათზე დაიწყება

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა 23:00 საათზე დაიწყება. საპატრიარქოს ცნობით, 22:00 საათზე წაიკითხავენ შუაღამის ჟამს, ხოლო 23:00 საათზე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მივა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება სააღდგომო ლიტურგია.

სადღესასწაულო წირვაზე მრევლის მიერ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას ტაძარში სტიქაროსნები გააკონტროლებენ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე ტრადიციულად მრევლს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.

ამ წუთებში სამებაში ხალხი იკრიბება. შესასვლელში პირბადეებს არიგებენ.