პირველი სამედიცინო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ შვილები ორ თვე არ უნახავს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში სოციალური დისტანციის აუცილებლობაზე საუბრის დროს თქვა.
"მყავს 6 თვის შვილი, რომელიც 2 თვე არ მინახავს. იცი, რა რთულია?" - თქვა მან.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ პაციენტს მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 394 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.