მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში

დღეს, თბილისის დროით 16:53 საათზე, დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ-ში მოხდა 3.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მიწისქვეშა ბიძგები 24 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

აღნიშნულის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება.