რუსეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 74588-ს მიაღწია. ამის შესახებ შაბათს განაცხადა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისულმა ცენტრმა.
ცენტრის თანახმად, უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ით, რომლის გამომწვევია ახალი კორონავირუსი, გარდაიცვალა 66 ადამიანი. რუსეთში ამ დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ამ მომენტისთვის 681-ს მიაღწია.
მიმდინარე თვეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ მკვეთრად იწყო ზრდა. პანდემიის საწყის ეტაპზე ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, უკეთესი ვითარება იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.