თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ხანძარი გაჩნდა თბილისის ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების 7 ჯგუფი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.