მუხიანში ხანძარია

მუხიანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ნაგავს უკიდია.

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუხიანში ხანძრის ადგილისკენ მიემართება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.