ძალოსნები მთავრობას საწვრთნელი პროცესის განახლების უფლებას სთხოვენ

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ძალოსნებს საწვრთნელი პროცესის განახლება სურთ და მზად არიან საკარანტინო პირობებში უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვით გააგრძელონ ვარჯიში, თუკი მათ რომელიმე სპორტულ ბაზაზე შეუშვებენ.

ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილის განცხადებით, არის საშიშროება, რომ სპორტსმენები ფორმიდან ამოვარდნენ და მომავალ საერთაშორისო შეჯიბრებებს სათანადოდ მომზადებულები ვერ შეხვდნენ.