სუს-ის შენობაში თანამშრომელმა თავი მოიკლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის შემთხვევას.

„დაწყებულია გამოძიება, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვავრცელებთ“, - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით, თავის სამუშაო კაბინეტში მოიკლა.