ირანის რევოლუციური გვარდიის სამი წევრი დაიღუპა ერაყის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში

დასავლეთ ირანის რუკა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) სამი მებრძოლი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც სამხედრო ძალასთან აფილირებული ახალი ამბების სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, 5 მაისს მოხდა ქვეყნის დასავლეთში, ერაყის საზღვრის მახლობლად.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ირანელი პოლკოვნიკიცაა.

ირანის ოფიციალურ ცნობაშ ხაზგასმულია, რომ შეტაკებაში , რომელიც მოხდა ერაყის საზღვრიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ქურთების ქალაქ დიბანდარეჰის მახლობლად, დაიღუპა რამდენიმე „კონტრრევოლუციონერი“.

შიერაღებული თავდამსხმელების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არსებობს.

აღნიშნულ არეალში ხშირად ხდება შეტაკებები ირანის სამხედრო ძალებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის, ასევე მემაბოხეებთან, რომლებსაც კავშირი აქვთ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“.