თუშეთში გრძელდება მეწყერში მოყოლილი ადამიანის ძებნა

თუშეთი (საარქივო ფოტო)

თუშეთში დილიდან გაგრძელდა მეწყერში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია, რომელიც ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი 5 მაისს, საღამოს ჩამოწვა და მოიყოლა ორი ადამიანი, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

ერთი მალევე ამოიყვანეს და თავის და ქვედა კიდურის ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.