საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

საქართველოში 610-დან 615-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. ბოლო 24 საათში 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

განახლებული მონაცემები 6 მაისს დილის 10 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

ამ მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 275 შეადგინა. გარდაცვლილია 9 ინფიცირებული.